მე 9 დღის რეფლექსია იყო საინტერესო. ეს იყო შემაჯამებელი სამუშაო დღე.ჩვენ ყველამ მოუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს. შედგა უკუკავშირი, ვისაუბრეთ პროექტებთან დაკავშირებით, რატომ გაჩნდა ამა თუ იმ პროექტის იდეა , რას ეფუძნებოდა და რატომ თვლიდა ავტორი რომ ის პროექტი აქტუალურია. პრეზენტატორებმა გაგვაცნეს როგორ გაახორციელეს პროექტი , რა სამუშაო გაწიეს ამასთან დაკავშირებით და რა შედეგზე გავიდნენ პროექტის დასრულების შემდეგ. პროექტების ირგვლივ გამოითქვა სხვადასხვა აზრები ,პოზიციები, თვალსაზრისები . ტრენინგმა სასარგებლო უნარჩვევები მომცა , რაც ჩემს საქმიანობაში გამომადგება
No comments:
Post a Comment